25.04.2024
- Advertisement -spot_img

ივანე ჩხაიძე – არსებული მაჩვენებლები იმაზე მიუთითებს, რომ რადიკალური გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა იყოს მიღებული

ბოლო დღეებში დაფიქსირებული მაჩვენებლები იმაზე მიუთითებს, რომ რადიკალური გადაწყვეტილებები რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს მიღებული, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია “იმედთან” განაცხადა.

„თუ არ მეშლება, პირველად ეს საკითხი იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე მაისში განვიხილეთ. ამ მიმართულებით წავიდა ძალიან ბევრი ქვეყანა და სწორედ ეს ორივე მექანიზმი წახალისებისა და არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვის მექანიზმი იყო გამოყენებული როგორც ძალიან ბევრ ევროპის ქვეყანაში, ისე ამერიკაში. ეს შეიძლება ყოფილიყო მატერიალური წახალისება და ბევრი ამ გზით წავიდა. ეს შესაძლებელია ყოფილიყო სასურსათო ვაუჩერი და ა.შ. ეს ქმედითი მექანიზმია და ამის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. ზოგიერთ ადამიანს სტიმული სჭირდება და ეს დამატებითი სტიმულია, ზოგიერთ ადამიანს სჭირდება იძულება, სამწუხაროდ, ასეა. ჩვენ ახლა მართლაც ომში ვართ, აქ უკვე საუბარი იმაზე, რომ ნახევარი გადაწყვეტილება მივიღოთ, არც ამის დროა და პერსპექტივაში არც დროის გაწელვა შეგვიძლია. ის მაჩვენებლები, რაც ბოლო დღეებში ფიქსირდება, მიუთითებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს მაქსიმალურად შესაძლო, რადიკალური გადაწყვეტილებები მიღებული“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img