18.04.2024
- Advertisement -spot_img

ივანე ჩხაიძე – დღეისთვის ქვეყანაში მთავარი პრობლემა არის ვაქცინების რაოდენობა. რაც შეიძლება მეტი ვაქცინა გვჭირდება

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ჩინური Sinopharm-ისა და Sinovac-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობის სამიზნე ზღურბლი – 50%-ზე მეტი გადალახულია და ეს ორი ვაქცინა საქართველოსთვის სრულიად მისაღებია.

„ამ ორი ვაქცინის ეფექტიანობა სხვადასხვა კვლევაშია შეფასებული. Sinopharm-ი ამ მხრივ აღემატება ეფექტიანობის პროცენტული მაჩვენებლით Sinovac-ს, თუმცა ორივე შემთხვევაში სამიზნე ზღურბლი – 50%-ზე მეტი გადალახულია. ასე რომ, ვფიქრობ, დღეისთვის ქვეყანაში მთავარი პრობლემა არის ვაქცინების რაოდენობა. რაც შეიძლება მეტი ვაქცინა გვჭირდება“, – განაცხადა ჩხაიძემ.

საქართველოში Sinopharm-ით აცრის პროცესი 4 მაისიდან დაიწყება. ქვეყანაში მალე შემოვა Sinovac-ის ვაქცინაც.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img