18.01.2025

ივანე ჩხაიძე – მოსახლეობის მინიმუმ, 60 პროცენტი უნდა იყოს აცრილი იმისათვის, რომ შევძლოთ ვითარების დამშვიდება

იმუნიზაციის მრჩეველთა ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, მოსახლეობის მინიმუმ, 60 პროცენტი უნდა იყოს აცრილი იმისათვის, რომ შევძლოთ ვითარების დამშვიდება.

ჩხაიძის განცხადებით, ერთადერთი ეფექტიანი გზა, რომელმაც შეიძლება პანდემია შეაჩეროს, ვაქცინაციაა.

„ერთადერთი, რაც შეიძლება იყოს პანდემიის შემაჩერებელი ეფექტური გზა – ეს არის მასობრივი იმუნიზაცია. მასობრივში ვგულისხმობ მინიმუმ მოსახლეობის მინიმუმ 60%-ის ვაქცინაციას. ეს მიღწევადია თუ ჩვენ ყველა ერთად დავდგებით. საბედნიეროდ დღეისათვის ვაქცინების დეფიციტი არ არსებობს. მილიონი დოზა, რომელიც შემოსულია სავსებით საკმარისია მასობრივი იმუნიზაციის კამპანიის დაწყებისთვის. ჩვენ უახლოეს კვირებში ასევე ველოდებით Pfizer-ის ვაქცინის შემოსვლას. ყველამ ერთად უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი. იმუნიზაცია და მხოლოდ და მხოლოდ იმუნიზაცია გადაგვარჩენს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img