იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, დღეისათვის, “ომიკრონის” შემაკავებელ ვაქცინად მხოლოდ ბუსტერ დოზა განიხილება.
მისივე თქმით, ვაქცინის ორი დოზა საკმარისი არ არის.
“ძალიან დიდი რაოდენობით ინფიცირებული ადამიანების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობა ექნება მსუბუქი, იმ ადამიანებში, რომელთაც ქრონიკული პათოლოგია აქვთ, რომელთა ასაკი 65 წელს გადაცილებულია, “ომიკრონი” ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობას გამოიწვევს.
ამის საწინააღმდეგოდ ორი რამ არის ჯანმოს მიერ მოწოდებული, პირველ რიგში, მაქსიმალურად გაზრდა და რაც შეიძლება მეტი აქტიურობა ვაქცინაციის თვალსაზრისით და რაც შეიძლება მეტი აქტიურობა ბუსტერ დოზის თვალსაზრისით. ბუსტერს მინდა ხაზი გავუსვა, ვინაიდან, დღეისათვის მხოლოდ ბუსტერ დოზა განიხილება “ომიკრონის” შემაკავებელ ვაქცინად, პირველი და მეორე დოზა საკმარისი არ არის,” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში.