29.03.2024
- Advertisement -spot_img

ივანე ჩხაიძე – ორჯერ აცრილების ინფიცირების შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, ამას ვერ ვიტყვით ერთჯერადი ვაქცინაციის შემდეგ

ორივე დოზით აცრილი ადამიანები ნაკლებად ინფიცირდებიან, COVID-19-ის გამოვლენის შემთხვევაში კი მარტივად გადააქვთ ვირუსი. ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, სრულად აცრილ ადამიანებს შორის კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ათასზე 0,2%-ს შეადგენს. ერთჯერადად აცრილების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი განსხვავებულია.

„ორჯერ აცრილთა სტატისტიკა არსებობს. რამდენიმე დღის წინ ჰქონდა დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეს ინფორმაცია გამოქვეყნებული. საქართველოში ეს მაჩვენებელი შეადგენს 0,2%-ს. რაც ნიშნავს, რომ 1000 ადამიანიდან, რომლებმაც ორჯერ ჩაიტარეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, შესაძლებელია ორს დაემართოს კორონავირუსი. 1000-დან ორი არის ძალიან მცირე მაჩვენებელი. როგორც წესი, ამ პაციენტებს არ სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია და დაავადება იმდენად მსუბუქია, რომ შესაძლებელია სახლის პირობებშიც გადაიტანონ. თუმცა ამას ვერ ვიტყვით ერთჯერადი ვაქცინაციის შემდეგ. ერთჯერადად ჩატარებული ვაქცინაცია არ იძლევა მნიშვნელოვან დაცვას და მეორე ვაქცინის გაკეთებიდან 14 დღის შემდეგ არის ორგანიზმი მაქსიმალურად დაცული ინფიცირებისგან“, – განაცხადა ჩხაიძემ

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img