იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განმარტებით, კორონავირუსის ახალი მუტაციების შესაკავებლად ეფექტური საშუალება “ბუსტერ” დოზების გაკეთება იქნება.
“თუ რეალურად აღმოჩნდა ისე, რომ “ომიკრონი” “დელტაზე” მეტად მაღალი თვისებებით ხასიათდება გადამდებობის თვალსაზრისით, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს წინაშეა სრულიად ახალი გამოწვევა. ყველაზე ეფექტური იქნება ახლა დავაჩქაროთ “ბუსტერ” დოზების გაკეთება. რაც მეტი ადამიანი გაიკეთებს “ბუსტერ” დოზას, მით მეტი იქნება წინააღმდეგობის შესაძლებლობა ამ ახალი მუტაციის წინააღმდეგ,” – აღნიშნა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.