19.04.2024
- Advertisement -spot_img

ივანე ჩხაიძე – საქართველოში ინდური შტამი დომინანტი იმაზე ადრე გახდება, ვიდრე ამის მოლოდინი იყო

ინდური შტამის დაფიქსირებული რაოდენობა მატულობს, გაცილებით უფრო ადრე გახდება დომინანტი, ვიდრე ვვარაუდობდით. სავარაუდოდ ივლისის მეორე ნახევარში – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ინდური შტამის დაფიქსირებული რაოდენობა მატულობს, მაგრამ გახდება თუ არა დომინანტი, ეს მხოლოდ დროის საკითხია. მოლოდინი გვქონდა, რომ ეს აგვისტო-სექტემბერში მოხდებოდა, მაგრამ ალბათ, კორონავირუსის ინდური ვარიანტი გაცილებით უფრო ადრე გახდება დომინანტი. სავარაუდოდ ივლისის მეორე ნახევარში ან ივლისის ბოლოს იქნება. ამის უკან, არ არის მხოლოდ ვირუსოლოგიური მონაცემი, ამის უკან დგას სიტუაციის კლინიკური გაუარესება, ვინაიდან კორონავირუსის ინდური ვარიანტი გამოირჩევა უფრო მეტად აგრესიული მიმდინარეობით“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img