04.12.2021
- Advertisement -spot_img

ივანე ჩხაიძე – წარმოუდგენელია უვადო „მწვანე სტატუსზე” საუბარი, ეს მგონი რაღაც ტექნიკური ხარვეზი ან გაუგებრობაა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანისთვის “მწვანე სტატუსის” მუდმივად მინიჭების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კორონავირუსი არ არის წითელა, გადაიტანო და მთელი ცხოვრება თავისუფალი იყო.

როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რამდენ ხანს გვაძლევს კორონავირუსი გადატანის შემდეგ ბუნებრივ იმუნიტეტს, დამცველობითი ძალა არის 6 თვე, წარმოუდგენელია უვადო „მწვანე სტატუსზე” საუბარი – ამის შესახებ ჩხაიძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

„ის კვლევები, რომელიც დღეს არის ჩატარებული კორონავირუსის გადატანიდან 6-8-თვიანი პერიოდის შემდეგ, დამცველობითი ძალები კლებულობს და რეინფიცირების რისკი მატულობს. 6-თვიანი პერიოდი უნდა იყოს საქართველოში გამოყენებული. პოზიცია მკაფიოდ იყო დაფიქსირებული 6-თვიან ვადასთან დაკავშირებით. ეს არის ის უნივერსალური ვადა, რომელიც მიღებულია ყველა ქვეყანაში. არცერთი ქვეყანა არ აფიქსირებს 1-წლიან პერიოდს. საერთოდ წარმოუდგენელია უვადოზე საუბარი, ეს მგონი რაღაც ტექნიკური ხარვეზი ან გაუგებრობაა. კორონავირუსი არ არის წითელა, რომ გადაიტანო და მთელი ცხოვრება თავისუფალი იყო. კორონავირუსი ამ დაავადებისგან ძალიან განსხვავდება. ეს ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ამ მხრივ საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია და საბოლოო გადაწყვეტილება დიამეტრიულად განსხვავდება სამედიცინო ხედვისგან“, – განაცხადა ჩხაიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დაჯარიმდა და დაილუქა

შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს. „მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img