20.04.2024
- Advertisement -spot_img

ივანე ჩხაიძის შეფასებით, ქვეყანა “ტვინდემიის” რეალური საფრთხის წინაშეა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, უკვე გამოვლინდა სეზონური გრიპის შემთხვევები, რის გამოც კლინიკები გადატვირთულია.

მისივე თქმით, პროგნოზი არასახარბიელოა და ქვეყანა “ტვინდემიის” რეალური საფრთხის წინაშეა. ჩხაიძის თქმით, დღეს კლინიკა იძლებული გახდა დამატებითი განყოფილება გამოეყო რესპირაციული ვირუსული ინფექციით დასნებოვნებული პაციენტებისთვის.

“მეორე საფრთხე რაც პოტენციურად შესაძლებელია იყოს ადამიანისთვის და მთელი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის ეს გახლავთ გრიპი. ჩვენთვის, რა თქმა უნდა აქვს მნიშვნელობა, რომელი ვირუსით იქნება ბავშვი ინფიცირებული. ვინაიდან გრიპის მართვა სრულიად სხვა ტაქტიკას გულისხმობს, გრიპის მართვის სისტემაში ჩვენ გვაქვს ანტივირუსული პრეპარატები. გრიპის მართვის შემთხვევაში ჩვენ ველოდებით ფილტვების ანთებას და ამის გამოცდილება საკმაოდ დაგროვდა საქართველოში. ჩვენ აქცენტი ჯერჯერობით სხვა ტიპის ვირუსებზე გვაქვს ეს არის ე.წ. რესპირაციულ სიციტიური ვირუსი, რომელიც განაპირობებს ორ წლამდე ასაკის ბავშვებში, წვრილი ბრონქების ანთებას.

დღეს კლინიკა არის გადატვირთული ჩვენ იძულებული ვიყავით დამატებითი განყოფილება გამოგვეყო რესპირაციული ვირუსული ინფექციით დასნებოვნებული პაციენტებისთვის. სამწუხაროდ ჩვენ პროგნოზი მომავალ კვირებისთვისაც არასახარბიელო გვაქვს,”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img