15.10.2024
- Advertisement -spot_img

ივანიშვილის ადვოკატი – 4 მარტიდან ფაქტობრივი, გაუცხადებელი სანქციების პირობებში ვმოქმედებთ, ვცხოვრობთ და ვოპერირებთ

“როდესაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს რეალური დაბრკოლება შეექმნა საკუთარ აქტივებზე წვდომისა და მათი განკარგვისა, ჩვენ ვმოქმედებთ, ვცხოვრობთ და ვოპერირებთ ფაქტობრივი სანქციების პირობებში” – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა. .

ადვოკატ ვიქტორ ყიფიანის თქმით, 4 მარტიდან ბიძინა ივანიშვილი “არა გაცხადებული, არამედ გაუცხადებელი სანქციების” პირობებშია. მისი განცხადებით, სწორედ 4 მარტიდან შეუქმნა Credit Suisse-მ ივანიშვილს “რეალური დაბრკოლება” საკუთარ აქტივებზე წვდომის და მათი განკარგვის.

“24 თებერვლიდან იწყება ის ცნობილი მოვლენები [რუსეთის შეჭრა უკრაინაში] და 4 მარტიდან ჩვენს საქმეში შემოდის ხელოვნური დაბრკოლებები” – ამბობს ყიფიანი.

ადვოკატის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის მიდგომა საქმისადმი არის მაქსიმალურად მშვიდი და ის “ზეწოლას შეეგუა”.

“ეს სიმშვიდე ჩვენზეც გადმოდის, რომ აკადემიურად, დინჯად და არგუმენტირებულად მივუდგეთ საქმეს.

ვინც ამ ზეწოლის ავტორი, ინიციატორი, განმახორციელებელი ან ორგანიზატორია, თითქოსდა მან შეცდომა დაუშვა ბატონი ივანიშვილის ფსიქოტიპაჟის გათვლაში. ჩემი წარმოდგენით, როგორც საქმის შიგნიდან მაყურებლის და თანამონაწილისა, ბატონი ივანიშვილი ძალიან მშვიდად უდგება ამ საქმეს, შეეგუა კიდეც, მაგრამ შეეგუა არა უსამართლობას, არამედ, იოლად შეეგუა ამ ზეწოლას. მხოლოდ სამართლებრივი ხერხების გამოყენებით, მხოლოდ კანონის ენით, მხოლოდ სამართლიანობის მოშველიებით ჩვენ ბოლოში გავალთ და გვაქვს საქმეზე პროგრესი ისეთი, რომელიც მოყვარეს გულს გაუკეთებს და მოშურეს მოუწევს გაწბილება იმ შედეგით, რომლის მოლოდინშიც ვართ არცთუ შორეულ პერსპექტივაში” – ამბობს ვიქტორ ყიფიანი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img