23.11.2024

ჯანდაცვის მინისტრი – ამ კვირაში გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი „პაქსლოვიდი“

„ამ კვირაში უკვე გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი, ეს არის სპეციალურ პრეპარატი, რომელიც Pfizer-ის მიერ შექმნილი – „პაქსლოვიდი“.  სულ აქვს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას და ძალიან მიხარია, რომ ერთ-ერთი საქართველო იქნება“, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული მედიკამენტი იქნება უფასო ყველასთვის, ვინც პოტენციურად შეიძლება დამძიმდეს ინფიცირების მიმდინარეობისას, აგრეთვე ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს.

„ყველა, პოტენციურად ვინც შეიძლება დამძიმდეს ინფიცირებისას და ქრონიკული დაავადებები ახლავთ თან, ყველას დავურიგებთ უფასოდ და ისინი იმკურნალებენ. ინფიცირებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში აუცილებელია ამ მედიკამენტის მიღება,“ – განაცხადა მინისტრმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img