6-დან 8 კვირაში ომიკრონით “ნახევარი ევროპა” იქნება ინფიცირებული – ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია აქვეყნებს.
ჯანმო-ს ვარაუდი ეფუძნება 2022 წლის პირველ კვირაში ევროპაში დაფიქსირებულ 7 მილიონ შემთხვევის კვლევას, რომლის მიხედვითაც ინფიცირებულთა რაოდენობა უკანასკნელ ორ კვირაში გაორმაგდა.
“დღეს ომიკრონის შტამი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მთელ რეგიონში დელტას პარალელურად სწრაფად ვრცელდება” – განაცხადა კონფერენციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური დირექტორმა ჰანს კლუგემ. მისი თქმით, იზრდება ევროპასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე წნეხი, რადგან ვირუსი დასავლეთის ქვეყნებიდან უკვე ბალკანეთშიც გავრცელდა. კლუგეს თქმით, “ომიკრონის” სწრაფი გავრცელების ფონზე, ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვის რისკი არსებობს და მნიშვნელოვანია თითოეული ქვეყნის მთავრობის სწორი მოქმედება.
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამით “ომიკრონით” ინფიცირების პირველი შემთხვევა 20 დეკემბერს დადასტურდა.