23.11.2024

ჯანმო – ახალი შტამით „ომიკრონით“ ხელახლა დაინფიცირების ალბათობა უფრო მაღალია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინციდენტების მართვის სპეციალისტის აბდი მაჰმუდის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონით“ ხელახალი დაინფიცირების ალბათობა, შესაძლოა, იყოს მაღალი, სხვა ვარიანტებთან შედარებით.

„ჩვენ მრავალ მონაცემებს ვღებულობთ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვხედავთ, რომ ხელმეორედ დაინფიცირების შემთხვევები მაღალი სიხშირისაა“, – აღნიშნა ექსპერტმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, შესაძლოა, სხვა ქვეყნებში ვითარება სხვაგვარად განვითარდეს.

„თუმცა, წინასწარი მონაცემები მოწმობს, რომ „ომიკრონ“ ვარიანტით ხელმეორე დაინფიცირება მეტად შესაძლებელია, ვიდრე სხვა ვარიანტებით, მათ შორის “დელტა” ვარიანტით“, – განაცხადა აბდი მუჰამედმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img