09.12.2021
- Advertisement -spot_img

ჯანმო – კორონავირუსის ახალ ვარიანტებს, შესაძლოა, თანავარსკვლავედების სახელები მიანიჭონ მას შემდეგ, რაც ბერძნული ანბანი ამოიწურება

იმ შემთხვევაში თუ ბერძნული ანბანის ყველა 24 ასო იქნება გამოყენებული, კორონავირუსის ახალ ვარიანტებს, შესაძლოა, თანავარსკვლავედების სახელები მიანიჭონ. ამის შესახებ კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა.

მარია ვან კერხოვეს თქმით, შესაძლოა, კორონავირუსის ახალი ვარიანტები გაჩნდეს, რომლებიც არსებული ვაქცინებით უზრუნველყოფილ დაცვას გაარღვევენ.

ჯანმო-მ ახალი მუტაციების ბერძნული ანბანის ასოების მიხედვით დასახელება ჯერ კიდევ მაისში დაიწყო. ამ დროისთვის 11 ვარიანტია გამოვლენილი, მათ შორის „დელტა“, „ბეტა“ და „ალფა“ შტამები.

მარია ვან კერხოვემ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ახალი ვარიანტებისთვის ახალ სახელებს ეძებს იმ შემთხვევაში, თუ ბერძნული ანბანის ყველა 24 ასო იქნება გამოყენებული.

31 მაისს ქვეყნების სტიგმატიზაციის თავიდან აცილების მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის შტამებს ბერძნული ანბანი შეუსაბამა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციის თანახმად, დიდ ბრიტანეთში გამოვლენილი შტამი ალფად იქნება მოხსენიებული, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი – ბეტად, ბრაზილიაში გამოვლენილი – გამად, ხოლო ინდოეთში გამოვლენილი – დელტად.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა

ამერიკულმა  Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა. სიის სათავეში კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე, მაკენზი სკოტია. Forbes-მა მაკენზი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img