08.12.2021
- Advertisement -spot_img

ჯანმო – კორონავირუსის ინდური შტამი საშიშია და მუტაციას განაგრძობს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, კორონავირუსის დელტა ვარიანტი, ე.წ. ინდური შტამი ძალიან საშიშია და მუტაციას განაგრძობს.

„დელტას“ ვარიანტი საშიშია და განაგრძობს განვითარებასა და მუტაციას, რაც მოითხოვს მუდმივ შეფასებასა და საზოგადოების ჯანდაცვის სისტემის რეაგირების ფრთხილ კორექტირებას“, – წერს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი სოციალურ ქსელ “ტვიტერზე”.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თქმით, ე.წ. ინდური შტამი, სულ მცირე, 98 ქვეყანაში გამოვლინდა და სწრაფად ვრცელდება.

შეგახსენებთ, 11 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსთან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვარიანტი, რომელიც პირველად გასულ წელს ინდოეთში გამოვლინდა, კლასიფიცირდება როგორც შემაშფოთებელი ვარიანტი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი მთავრობა დამტკიცებულია. საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ წარდგენილ მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img