23.04.2024
- Advertisement -spot_img

ჯანმო: კორონავირუსით გამოწვეული ფატალური შემთხვევების რაოდენობა 20%-ით შემცირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით გამოწველი გართულებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გასული კვირის განმავლობაში წინა კვირასთან შედარებით 20% -ით შემცირდა.

„ფატალური შემთხვევების რაოდენობა სამი კვირის განმავლობაში კლებას განაგრძობდა. გასულ კვირას გარდაცვალების 66 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 20% -ით ნაკლებია,”- აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, კლებას განაგრძობს ინფიცირების შემთხვევების მაჩვენებელიც და გასული კვირის განმავლობაში კოვიდ 19-ის შემთხვევების რაოდენობა 11%-ით შემცირდა.

„მსოფლიოში ახალი შემთხვევების რაოდენობა მეექვსე კვირაა კლებულობს, გასულ კვირას 2.4 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 11% -ით ნაკლებია,“- აღნიშნულია ჯანმო-ს განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, პანდემიის დაწყების დროიდან მსოფლიოში კორონავირუსის 110.7 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა და 2.4 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში კოვიდ სტატისტიკა დღევანდელი მონაცემებით ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 269438 , ბოლო 24 საათში – 443
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 263257 , ბოლო 24 საათში – 461
  • მათ შორის გარდაცვლილი – 3463 , ბოლო 24 საათში – 6
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 19051, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11825, PCR ტესტით – 7226
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,33%, ბოლო 14 დღის – 236%, ბოლო 7 დღის – 2,36%
  • კარანტინის რეჟიმში – 307
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1600
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 193
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img