18.01.2025

ჯანმო – მთელი მსოფლიო უნდა აიცრას, რომ კოვიდ ვარიანტების წარმოშობა შეჩერდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერის მარგარეტ ჰარისონის განაცხადებით, მთელი მსოფლიო უნდა აიცრას იმისთვის, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტების წარმოშობა შეწყდეს.

“ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ მსოფლიოს უმეტეს ნაწილში, გველოდება უფრო მეტი ვარიანტის განვითარება, მეტი გავრცელება,“- აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

მარგარეტ ჰარისონი თქმით, ვაქცინაციის დროს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ჯანდაცვის მუშაკებს და ასევე დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ მყოფ სხვა პირებს. ამასთან, მისი განმარტებით პანდემიის დამარცხება მხოლოდ ვაქცინაციაზე არაა დამოკიდებული.

„პანდემიისგან თავს მხოლოდ ვაქცინაციით ვერ დავიხსნით, სხვა ზომებიც უნდა მივიღოთ. სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ხალხმრავლობას და ასევე უნდა ვიზრუნოთ პირბადეების ტარებაზე, განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში ყოფნისას,“- აღნიშნა მარგარეტ ჰარისმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img