14.08.2022
- Advertisement -spot_img

ჯანმო – Sinovac-ითა და Sinopharm-ით აცრილმა 60 წლის ზემოთ ასაკის პირებმა ვაქცინის დამატებითი დოზა უნდა მიიღონ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირების მიერ ვაქცინის მესამე დოზის მიღებას რეკომენდაცია გაუწია.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ვაქცინის დამატებითი დოზა 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებმა უნდა მიიღონ, რომლებიც Sinovac-ითა და Sinopharm-ით არიან აცრილნი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საექსპერტო კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი დოზის მიცემას ზომიერად ან მძიმედ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებისათვის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა განმარტეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მესამე დოზის ზოგადი მოსახლეობისთვის რეკომენდაციას არ შეიცავს.

„რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენ ახლა ვიძლევით არის ის, რომ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებს ვაქცინის დამატებითი დოზა უნდა მიეცეს, რათა თავიდან აიცილონ დაავადების მძიმე ფორმები, რომელიც ჰოსპიტალიზაციას ან სიკვდილიანობას იწვევს“, – აღნიშნა ჯანმოს იმუნიზაციის დეპარტამენტის დირექტორმა, კეიტ ობრაიენმა.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, აღნიშნული ჯგუფის ადამიანებმა ვაქცინის დამატებითი დოზა მეორე დოზიდან სამ თვეში უნდა მიიღონ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

EU-მ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიში გამოაქვეყნა

ევროკავშირმა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img