საახალწლო ღონისძიებების გაუქმება სიცოცხლის მოსპობაზე უმჯობესია. სჯობს ვიზეიმოთ მოგვიანებით, ვიდრე ვიზეიმოთ ახლა და ვიგლოვოთ მოგვიანებით – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
“ყველა დაიღალა კოვიდპანდემიით, თითოეულ ჩვენგანს სურს, რომ დრო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროს. ნორმალურ ცხოვრების დაბრუნება ყველას სურვილია, ამის მისაღწევად კი ყველაზე სწრაფი გზა ისეთი რთული გადაწყვეტილებების მიღებაა, რომელიც აუცილებელია საკუთარი და სხვების სიცოცხლის დასაცავად.” – ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
ჯანმო-ს ხელმძღვანელის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი “ომიკრონი” უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე “დელტა” ვარიანტი და ის ვაქცინირებულ, ასევე კოვიდგადატანილ ადამიანებსაც არ ტოვებს.
ამერიკის შეერთებული შტატების დაავადების კონტროლისა და პრევენცის სააგენტოს ინფორმაციით, 12-დან 18 დეკემბრამდე დაფიქსირებული კოვიდ შემთხვევების 73% ომიკრონის შტამია.
ამერიკაში 20 დეკემბერს ომიკრონით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქრსდა. გარდაცვლილი პაციენტი არავაქცინირებული იყო.
წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.