ახლა როდესაც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგნელის პოზიციაზე ვასრულებ მუშაობას, რა თქმა უნდა ბევრს ვფიქრობ რა იყო 10 წლის წინ და რა არის დღეს, – ამის შესახებ ჯეიმს აპატურაიმ „იმედის კვირასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ქართველი ჯარისკაცები ნამდვილად არიან ნატოელი ჯარისკაცები.
„დავიწყებ საქართველოს შეირაღებული ძალებით. ჩვენს წინაშეა უზარმაზარი ცვლილება. დღეს როდესაც მე ვუყურებ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, ისინი არიან ნამდვილად ნატოელი ჯარისკაცები, ზუსტად ისეთი როგორც მაგალითად, კანადელი ჯარისკაცები. საუკეთესოდ ორგანიზებული, ეფექტიანი, პროფესინალები, გამოცდილები და თავსებადი ნატოს უმაღლეს სტანდარტებთან. რეფორმები გასაგრძელებელია, ბევრი საქმეა წინ და ამაში ვფიქრობ ქართველებიც დამეთანხმებიან. 10 წლის მანძილზე ძალიან ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ, ამას ყველა აღიარებს ნატოში და ყოველთვის გვიხარია საქართველოს წინსვლა, რადგან ნატო საქართველოს წინვლას ალიანსის წარმატებად მიიჩნევს.
10 წლის წინ რეფორმების დიდი საჭიროება იგრძნობოდა და მთელი სივრცე საქართველოზე საუბრის დროს რეფორმების აუცილებლობას ეკავა. რეალისტური არ იყო საქართველოს გაწევრიანებაზე 10 წლის წინ საუბარი. ნატოში პოლიტიკურ პირობებს ხელი რომც შეეწყო, საქართველო ნატოს წევრობისთვის მზად არ იყო. დღეს ბევრი რამ შეცვლილია, რეფორმები გასაგრძელებელია და ბევრი რამ კიდევ გასაკეთებელი, მაგრამ ისარი გადმოიხარა და ამის საფუძველი რეფორმებმა შექმნა. ეს რეფორმების გზა საქართველომ უნდა განაგრძოს“, – აღნიშნა აპატურაიმ.