30.07.2021
- Advertisement -spot_img

ჯეიმს აპატურაი – ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პოლარიზაცია შემცირდეს

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას ძალიან ყურადღებით აკვირდება საერთაშორისოს საზოგადოება. ყველა ხედავს, როგორი აქტიურები არიან ნატო-ს ქვეყნები აქ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთაბ შეხვედრის წინ განაცხადა.

„ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი ხორციელდებოდეს, პოლარიზაცია შემცირდეს და პარლამენტმა და მთავრობამ იფუნქციონიროს. ნამდვილად ძალიან გვახარებს იმის ხილვა, რომ ევროკავშირის მედიატორობით შემუშავებული რეფორმები ხორციელდება, რომ პოლიტიკური პარტიების უმეტესობამ ხელი მოაწერა ცვლილებებს, რაზეც შეთანხმება ევროკავშირის დახმარებით იქნა მიღწეული. ასევე გვახარებს ის, რომ არსებობს პროგრესი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით და აშშ-ის ელჩი ამ კუთხით ძალიან აქტიურია. ასე რომ, მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდება და ეს პირველ რიგში კარგი ახალი ამბავია ქართველებისთვის, ვინაიდან მათ რეფორმების განხორციელება სჭირდება და ასევე ნატო-სთვის, რადგან ნატოსთან დასაახლოვებლად, ნატოში შესასვლელად, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესები უნდა ფუნქციონირებდეს,“ – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

შეგახსენებთ, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოში 29 ივნისს ჩამოვიდა. ჯეიმს აპატურაი დღეს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს შეხვდება. ეს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში მისი ბოლო ვიზიტია.

გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი მოლაპარაკებებს 3 დღის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს. უცნობია შეხვდება თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლებს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ირაკლი კობახიძე – „ლელოსავით“ 3% რომც ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები

თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი - რომც ავიღოთ „ლელოსავით“ 3 % მაინც არ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img