16.10.2024
- Advertisement -spot_img

„ჯეიმს ვებმა“ ყველაზე შორეული ვარსკვლავის – „ეარენდილის“ ფოტო გადაიღო

NewScientist-ის ინფორმაციით NASA-მ ტელესკოპ „ჯეიმს ვების“ მიერ გადაღებული მორიგი ფოტო გამოაქვეყნა.

გამოცემის ცნობით, ახალ ფოტოზე ობიექტი „ეარენდილია“ (WHL0137-LS) აღბეჭდილი, რომელსაც ყველაზე შორეულ იზოლირებულ ვარსკვლავად მიჩნევენ. ვარსკვლავიდან ტელესკოპამდე სინათლე 13 მილიონი წლის განმავლობაში მოდიოდა. შესაბამისად, ფოტოზე „ეარენდილი“ ისეთია, როგორც სამყაროს ფორმირებიდან 900 მილიონი წლის შემდეგ იყო. დეკემბერში სპეციალისტები „ჯეიმს ვებისგან“ ახალ მონაცემებს მიიღებენ, რომლებიც ობიექტის შემადგენლობას გაამხელს.

„ეარენდილს“ სახელი ჯონ ტოლკინის წიგნის „სილმარილიონის“ პერსონაჟის პატივსაცემად დაარქვეს. ობიექტი 2022 წლის მარტში ტელესკოპმა „ჰაბლმა“ აღმოაჩინა

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img