29.03.2024
- Advertisement -spot_img

ჯერ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში სულიერად, მენტალურად მათთან, ვისთანაც არაფერი გვქონია და არც გვექნება გასაყოფი

“ამ დღეს სოხუმი დაეცა.

არა მხოლოდ ქალაქი სოხუმი, მთელი საქართველო დაეცა ამ დღეს.

მახსოვს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში როგორ ჩამოწვა მაშინ სევდის უზარმაზარი ღრუბელი, ჩამოწვა და დარჩა ჩვენთან უიმედობის, სიძულვილის, გაუტანლობის, უგნურების სიმბოლოდ.. იმ დღიდან არტახებში ჩაკრული ჩვილვით ვწრიალებთ თავისუფლებისთვის, მაგრამ ჩვილად გვტოვებენ, ან იქნებ თავად არ გვსურს დიდობა.

აბა რამდენი ადამიანი გაიხსნებს და გამოეხმაურება ამ თარიღს? სამაგიეროდ საღამოს ველოდებით გაფაციცებით და მივუსხდებით ჭორის ყუთებს პოლიტიკოსების მორიგი სპექტაკლის სანახავად, ან ვხეტიალობთ ფეისბუკზე და ვიწონებთ სურათებს, ვგზავნით გულებს, ვუყურებთ ქოუბებს და ვბედნიერობთ თითქოს.

კიდევ კარგი მამაპაპური მოლხენისას მაინც წამოგვჭრის ზეზე მზის ცრმლები და წამოგვაძახებინეს- სოხუმს გაუმარჯოს, აფხაზეთს გაუმარჯოს, საქართველოს მთლიანობას გამუარჯოს…ან ზოგიერთებისა არ იყო, შეგვაკვეთინებს სიმღერას სოხუმზე- ”ახ სუხუმი, სუხუმი” მეზობელი ქვეყნის ენაზე…მეზობელიც არის და მეზობელიც..

ნაბახუსებამდე მიგვყვება ბახუსის შემოქმედის ნაბოძები-გახსნება და მონატრება…არა მაინც რატომ მიდის ადმიანი სხვაგან ან სხვებში, შორს საძებნელად, როცა ახლოს საკუთარი თავი ჰყავს? იქნებ ჩვენი გენეტიკური კოდი არ გვასვნებს ამ დროს და გვიღიტინებს, ჩვენც ვიღიტინებთ და ვტკბებით…ცოტას დაგვცდება, რომ აფხაზეთი ჩვენ დავკარგეთ, ან უფრო, მიამიტურად ხელი შევუწყვეთ, რომ დაგვეკარგა და მერე გულზე ხელები გვებრაგუნა წაგვართვეს, გვიშველეთო..რა თქმა უნდა წაგვართვეს ისე, რომ ვეღარც გავიაზრეთ მაშინ შედეგი და ახლაც არ მგონია დიდად გვქონდეს გააზრებული.

სამაგიეროდ, სამაგიეროდ ისე გამრავლდა ამ ქვეყანაში პოლიტიკის გასისინჯად აღტკინებული ადამიანები, მალე ჩვენ ისე გავმრავლდებით, მთელი საქართველო პოლიტიკოსები ვიქნებით, ზურიკელას არ იყოს. ეს წრეც როგორ არ დამთავრდა ან არ დაიღალა ჩვენის მუდმივ სირბილსს რომ იტანს? იქნებ მოგვისროლოს და სადღაც ჩაგვაგდოს, თავის ტკივილი მაინც გაგვივლის. თავის ტკივილი იცის ერთ წრეზე სირბილმა, სიარულიც მოსაბეზრებელია…მაგრამ ვინ მიგვიშვებს ამის გააზრებამდე? ჩვენ მაინც გვიყვარს ტელევიზორი, ინტერნეტში წარა-მარა სირბილი, მარტივი შეგვიყვარდა ყველაფერი, რთული გვძულს, გვძულს უსაშველოდ და ველოდებით როდის მოფრინდება ზღაპრის ფერია და დაგვიბრუნებს მიწიერ სამოთხეს- ჩვენს აფხაზეთს…სიტყვა -დაგვიბრუნებს მოგვწონს- იმიტომ რომ მარტივია, აი დავბირუნებთ- ცოტა გვაშინებს, რთულია და იმიტომ.

ისე მე თუ მკითხავთ, ჯერ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში სულიერად, მენტალურად მათთან, ვისთანაც არაფერი გვქონია, და არც გვექნება გასაყოფი.დიახ ზუსტად ამ დღეს, 1993 წლის 27 სექტმებერს მეხი გავარდა სოხუმის ცაზე და მთელი საქართველო დამეხა… ახლა დავფიქრდი, აფხაზეთში საქართველოს მთლიანობისთვის მებრძოლი და დაღუპული რამდენი ადამიანის სახელი და გვარი ვიცოდი. შემრცხვა, არ გჯერათ? სცადეთ თქვენც და ნახავთ, რამდენ თქვენგანს შეგრცხვებათ.”

წერს უფლებადამცველი, ომბუდსმენის ყოფილი მოადგილე პაატა ბელთაძე ფეისბუქის გვერდზე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img