27.07.2021
- Advertisement -spot_img

ჯიმ რიში – ის, რაც ახლა ხდება, არის ოლიგარქის გავლენის გაზრდა სასამართლო სისტემაზე, მედიაზე და დიდწილად პოლიტიკურ პროცესებზე,

„საქართველო იმსახურებს უკეთესს, ის უნიკალურ პოზიციაშია, რომ თავისი თავი განაცალკევოს მისი ისტორიისგან, რომელიც მას საბჭოთა კავშირთან აკავშირებს. ის, რაც ახლა ხდება, არის ოლიგარქის გავლენების გაზრდა სასამართლოს სისტემაზე, მედიაზე და დიდწილად პოლიტიკურ ცხოვრებაზე“. – ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშმა სენატში, საქართველოს საკითხის განხილვისას განაცხადა.

ჯიმ რიშის განმარტებით, უკანასკნელ წლებში ხედავენ, რომ “საქართველო განიცდის დემოკრატიის უკუსვლას”.

“1991 წელს საქართველოს მირ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან შესამჩნევი პროგრესია დემოკრატიულობის მშენებლობის მიმართულებით, ასევე ბაზარზე დაფუძნებული ეკონომიკური რეფორმების გატარების მიმართულებით, მათ ეს გააკეთეს რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედის უკანონო ოკუპაციის მიუხედავად. საქართველო ასევე იყო ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორი უსაფრთხოების მიმართულებით, ამბიციით, რომ გახდეს როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს წევრი ქვეყანა. ბევრი ჩვენგანი ორივე მხარეს იყო საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი მრავალი წლის განმავლობაში. სავარაუდოდ, უკვე აღინიშნა სენატორ შაჰინის მიერ, რომ ჩვენ ვიყავით საქართველოში 2012 წელს და უნდა გითხრათ, რომ შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ვწვეოდით ორივე მხარის ბანაკებს, დილით არჩევნების შემდეგ ვიყავით როგორც დამარცხებულ, ასევე გამარჯვებულ მხარეს და შევხვდი პარტიების ლიდერებს სააკაშვილსა და ივანიშვილს და მე ვყოფილვარ 36 არჩევნებზე არჩევნების შემდეგ გამარჯვებულებისა და დამარცხებულების ბანაკებში, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებში, ასევე მის ქვემოთ და მინდა გითხრათ, რომ შეგრძნება ორივე ბანაკში მქონდა როგორც ამერიკული არჩევნებისას. მაშინ ძალიან ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, თუმცა დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი პოლიტიკური დევნის მოწმე გავხდით, ამასთან ერთად უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რომ ქვეყანა განიცდიდა დემოკრატიულ უკუსვლას და ეს რეალურად სამწუხაროა, რადგან ეს ქვეყანა იმსახურებს უკეთესს, ის უნიკალურ პოზიციაშია, რომ თავისი თავი განაცალკევოს მისი ისტორიისგან, რომელიც მას საბჭოთა კავშირთან აკავშირებს. ის, რაც ახლა ხდება, არის ოლიგარქის გავლენების გაზრდა სასამართლოს სისტემაზე, მედიაზე და დიდწილად პოლიტიკურ ცხოვრებაზე”, – განაცხადა რიშმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მართვის მოწმობის გამოცდის წესი იცვლება – 2022 წლიდან პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც ჩატარდება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.შინაგან...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img