12.06.2021
- Advertisement -

ჯიმ რიში – ველოდები, რომ ყველა პარტია დაიკავებს თავის ადგილს საქართველოს პარლამენტში

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ჯიმ რიში ქართულ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, პარლამენტში შევიდნენ და იქ გააგრძელონ მუშაობა. 

ჯიმ რიშმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” განცხადება გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ პოლიტიკური პარტიების პარლამენტში შესვლას ელოდება.

“მოხარული ვარ, რომ ენმ-ის ლიდერი, ნიკა მელია ციხიდან გათავისუფლდა – შესრულდა 2021 წლის აპრილის შეთანხმებით დადებული პირობა. ახლა ველოდები, რომ ყველა პოლიტიკური პარტია დაიკავებს თავის ადგილს საქართველოს პარლამენტში და ერთად იმუშავებენ სხვა ხელმომწერებთან ერთად იმისთვის, რომ დახურონ ეს უსიამოვნო თავი საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში,” – აღნიშნულია განცხადებაში.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

კრწანისის ქუჩაზე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ეზოში ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან კიდევ ერთი გარდაიცვალა

კრწანისის ქუჩაზე, „ნიუ ჰოსპიტალსის ეზოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან კიდევ ერთი გარდაიცვალა. „ნიუ ჰოსპიტალის“ დირექტორის გიორგი რამიშვილის განცხადებით, მის კლინიკაში...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -