23.11.2024

ჯო ბაიდენი – აშშ რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტს სრულად კრძალავს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსული ნავთობის და ბუნებრივი აირის იმპორტს კრძალავს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ბაიდენის თქმით, რუსული ნავთობი აღარ შევა ამერიკულ პორტებში. 

მისივე თქმით, ამ ნაბიჯით „ამერიკელი ხალხი კიდევ ერთ ძლიერ დარტყმას მიაყენებს“ რუსეთის ხელმძღვანელობას, კერძოდ კი პუტინის რეჟიმს.

„ჩვენ არ მივიღეთ მონაწილეობას პუტინის ომის სუბსიდირებაში“, – აღნიშნა ბაიდენმა.

გაზის ფასის მზარდი დინამიკის მიუხედავად, აღნიშნულ ნაბიჯს აშშ-ში დემოკრატების და რესპუბლიკელების პოლიტიკური მხარდაჭერაც აქვს.

ჯო ბაიდენმა ასევე მიმართა ნავთობისა და გაზის კომპანიებს და აღნიშნა, რომ ომი და მისი შედეგები არ უნდა იყოს ფასების ზრდის საბაბი და რომ “ამას არ მოითმენს”. 

ჩვენ ვდგამთ ამ ნაბიჯს, რათა პუტინს დამატებითი დარტყმა მივაყენოთ. მაგრამ ფასის გადახდა ჩვენც მოგვიწევს. მე ადრეც ვთქვი, რომ თავისუფლების დასაცავად ფასის გადახდა ჩვენც დაგვჭირდება. რესპუბლიკელებს და დემოკრატებს ესმით ეს”. – თქვა ჯო ბაიდენმა. 

 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img