25.01.2022
- Advertisement -spot_img

ჯო ბაიდენი პუტინთან შეხვედრაზე – გავაკეთე ის, რის გასაკეთებლადაც ჩამოვედი

“გავაკეთე ის, რის გასაკეთებლადაც ჩამოვედი”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

ბაიდენის განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო პირისპირ შეხვედრა, შესაბამისად, “მის ზრახვებში” შეცდომები ვერ მოხდება.

“გავაკეთე ის, რის გასაკეთებლადაც ჩამოვედი.  პირველი: დავადგინეთ პრაქტიკული სამუშაო სფეროები, სადაც ორ ქვეყანას შეუძლია აამაღლოს საერთო ინტერესები და ასევე სარგებელი მოუტანოს მსოფლიოს.  მეორე: გვქონდა პირდაპირი კომუნიკაცია იმაზე, რომ აშშ უპასუხებს იმ ქმედებებს, რომლებიც ხელს უშლის ჩვენი ან ჩვენი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესებს.  მესამე: იმისთვის, რომ ნათლად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტები და ღირებულებები, მან ეს ჩემგან მოისმინა. შემიძლია ვთქვა, რომ მთელი შეხვედრის ტონი იყო, კარგი, დადებითი”, – თქვა ჯო ბაიდენმა.

აშშ-რუსეთის სამიტი ჟენევაში დასრულდა. პრესკონფერენციისას პუტინმა აღნიშნა, რომ ბაიდენთან შეხვედრისას “არანაირი მტრული განწყობა” არ ყოფილა და კონსტრუქციულად ჩაიარა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი- 15 762 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი - 15 762 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი. რაც...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img