28.09.2021
- Advertisement -spot_img

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა დასრულდა – სამიტი გაფართოებულ ფორმატში გრძელდება

ჟენევაში, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის პირველი პირისპირ შეხვედრა დასრულდა.

ინფორმაციას CNN თეთრი სახლის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პირისპირ შეხვედრამ 90 წუთზე ცოტა მეტხანს გასტანა. პირველი შეხვედრისთვის 1 საათი და 20 წუთი იყო გამოყოფილი. მოლაპარაკებების პირველმა რაუნდმა 90 წუთი გასტანა. ბაიდენისა და პუტინის გარდა მასში მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ასევე თარჯიმნები.

ამჟამად ლიდერები შეხვედრას უკვე გაფართოებულ ფორმატში მართავენ. შეხვედრისთვის პროტოკოლით, დაახლოებით 5 საათია გათვალისწინებული. სამიტი მოიცავს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრას, ასევე შეხვედრების ორ რაუნდს გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები პრესკონფერენციებს ცალ-ცალკე გამართავენ. სამიტს ვილა ლა გრანჟი მასპინძლობს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ჯერ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში სულიერად, მენტალურად მათთან, ვისთანაც არაფერი გვქონია და არც გვექნება გასაყოფი

"ამ დღეს სოხუმი დაეცა.არა მხოლოდ ქალაქი სოხუმი, მთელი საქართველო დაეცა ამ დღეს.მახსოვს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში როგორ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img