23.11.2024

ჯონსონი უკრაინის პარლამენტს – დღეს ერთი გზავნილი მაქვს თქვენთვის – უკრაინა გაიმარჯვებს, უკრაინა თავისუფალი იქნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სჯერა უკრაინა რუსეთს დაამარცხებს და კრემლის უკრაინაში შეჭრის გიგანტურ შეცდომას გამოავლენს.

„დღეს ერთი გზავნილი მაქვს თქვენთვის: უკრაინა გაიმარჯვებს, უკრაინა თავისუფალი იქნება. ეს არის უკრაინის საუკეთესო ჟამი, რომელსაც მომავალი თაობები გაიხსენებენ“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინის ომის მანქანის ე.წ. დაუძლეველმა ძალამ კრახი განიცადა უკრაინული პატრიოტიზმისა და სამშობლოს სიყვარულის წინაშე.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის იარაღის, დაფინანსებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მანამ, სანამ არ მივაღწევთ ჩვენს გრძელვადიან მიზანს – ისე გავაძლიეროთ უკრაინა, რომ ვერავინ გაბედოს თქვენზე თავდასხმა“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img