08.12.2024

ჯოზეფ ბორელი – რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ბლოკადა ომის დანაშაულია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში, ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის დაბლოკვას ომის დანაშაულს უწოდებს.

ბორელის განცხადებით, რუსეთის მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები საკვების გლობალურ კრიზისთან კავშირში არ არის.

“კრიზისს ევროპული სანქციები არ ქმნიან”. – თქვა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, “პრობლემის საწყისი რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკადაა”, ხოლო ევროკავშირის სანქციები არ ეხება რუსულ საკვებს და სასუქს. 

“წარმოუდგებელია, რომ მილიონობით ტონა ხორბალი უკრაინაში, რუსულ ბლოკადაში რჩება მაშინ, როცა დანარჩენი მსოფლიოს ხალხი შიმშილით იტანჯება. ეს ომის დანაშაულია“. – ამბობს ჯოზეფ ბორელი. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img