23.11.2024

ჯუანშერ ბურჭულაძე – საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება დაიწყება

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების დაწყება იგეგმება.

როგორც მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერების კუთხით დაგეგმილია მნიშვნელოვანი პროექტები. მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე უცხოურ კომპანიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით, პროდუქციის გამოშვება კი 2022 წლისთვის იგეგმება.

“თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერების კუთხით, იგეგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები როგორც საჰაერო უპილოტო საშუალებების შესაძენად, ასევე მათი წარმოების შესაძლებლობების შესაქმნელად. კონკრეტულად, თავდაცვის ძალები 2030 მხარდასაჭერად, მიმდინარეობს ნატოს ქვეყნებთან მოლაპარაკებები ტექნიკური დეტალების დაზუსტების მიზნით.

ამ მიმართულებით ხარისხიანი და შესაბამისი მოცულობის მიწოდების უზრუნველყოფისთვის, მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების დაწყება და მისი შემდგომი განვითარება. შესაბამისად დელტას ბაზაზე, მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოს დაარსების შესახებ, აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამხრეთ აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან. უკვე მიმდინარე წელს დაგეგმილია შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება და 2022 წლიდან პროდუქციის გამოშვება”, – განაცხადა მინისტრმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img