04.12.2021
- Advertisement -spot_img

კახა კალაძე – 10 000 ავარიული შენობა 4 წელში ვერ ჩანაცვლდება, მაგრამ, რაც მთავარია, გეგმა დაიდო

ცხადია, 10 000 ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება 4 წელში შეუძლებელი იქნება, მაგრამ, აქ მთავარი ისაა, რომ დაიდო პროგრამა თავისი წესებით და რეგულაციებით – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“თბილისელებს ძალიან მნიშვნელოვანი, ავარიული სახლების პროგრამა წარვუდგინეთ. დიახ, ეს დედაქალაქში ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა. 10 000-მდე შენობა-ნაგებობაა ქალაქში, რომელსაც სხვადასხვა ავარიულობის კატეგორიის ხარისხი აქვს მინიჭებული.

ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვინც ამ შენობებს წლების განმავლობაში ამაგრებდა და დავდეთ პროგრამა, რომლის საშუალებითაც მომდევნო წლებში ამ სახლების ჩანაცვლება, განახლება, მოწესრიგება უნდა მოვახდინოთ ისე, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ეს ერთი თეთრიც არ დაუჯდებათ. ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი. მათ არაფერი ექნებათ გადასახდელი. მშენებლობის პროცესში ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას. ამ ადამიანებს დროებით, ქირით გადავიყვანთ და 2 წელში სამუშაოების დასრულების შემდეგ ისინი გარემონტებულ სახლებში დაბრუნდებიან.

ცხადია, 10 000 ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება 4 წელში შეუძლებელი იქნება, მაგრამ, აქ მთავარი ისაა, რომ დაიდო პროგრამა თავისი წესებით და რეგულაციებით, რომელიც მომდევნო ათეულობით წლის განმავლობაში მთავრობებს შესაძლებლობას მისცემს, ერთხელ და სამუდამოდ ეს მოძველებული საბჭოთა ავარიული შენობა-ნაგებობები, განახლდეს ახალი ქართული არქიტექტურის შენობა-ნაგებობებით.” – განაცხადა კალაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დაჯარიმდა და დაილუქა

შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს. „მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img