13.06.2021
- Advertisement -

კახა კალაძე – ჩვენ ვარჩიეთ მოქალაქეების ინტერესები და არა პოლიტიკურად მომგებიანი პოზა

„პირადად მე, ასევე, ჩემს თანაგუნდელებს, იმ ადამიანებს, ვისაც უყვარს ჩვენი ქალაქი, ქვეყანა, ძალიან გვსიამოვნებს, როდესაც ვუყურებთ ქალაქს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხების გარეშე გადაადგილდება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშზე ისაუბრა.

მისი თქმით, მიუხედავად განხორციელებული რეფორმებისა, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები.

„დღეს, საზოგადოებას ვაბარებთ მორიგ ანგარიშს – სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის მიზანია, რომ მოქალაქეები სწრაფად და კომფორტულად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაადგილდებოდნენ ქალაქის ერთი ადგილიდან მეორე მიმართულებით. როდესაც ჩვენმა გუნდმა თბილისის მუნიციპალიტეტი ჩაიბარა, სატრანსპორტო პოლიტიკის მიზნები თავიდანვე მკაფიოდ გვქონდა გაცხადებული. ჩვენ გვსურდა, რომ თბილისში ფუნდამენტურად შეგვეცვალა აქამდე არსებული მიდგომები, განგვეხორციელებინა შესაბამისი ტრანსპორტის მოდერნიზაცია, ინფრასტრუქტურის განახლება და ახალი რეფორმები წამოგვეწყო.

პირადად მე, ასევე, ჩემს თანაგუნდელებს, იმ ადამიანებს, ვისაც უყვარს ჩვენი ქალაქი, ქვეყანა, ძალიან გვსიამოვნებს, როდესაც ვუყურებთ ქალაქს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხების გარეშე გადაადგილდება, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ კიდევ გვაქვს სერიოზული პრობლემები. პირველი ნაბიჯები გადაიდგა და ქალაქში ჩნდება შესაბამისი ავტობუსის ზოლები იმისთვის, რომ ავტობუსებმა, მიკროავტობუსებმა უპრობლემოდ შეძლონ გადაადგილება, რადგან მარტო ავტობუსების განახლება და ახალი პარკი ვერ მოგვცემს იმ შედეგს, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მოახერხოს კომფორტულად მგზავრობა, თუ ავტობუსებს შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ ექნება.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ეკომეგობრული ტრანსპორტი, რომელსაც ყველა თაობის ადამიანი იყენებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები მოძრაობენ და როგორც ვიზუალური, ისე ფუნქციური თვალსაზრისით, ჩვენი დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, დედაქალაქის მერიის პროგრამაში უპირატესობა პირველ რიგში, ენიჭებათ ქვეითებს, ფეხით მოსიარულეებს და ეკომეგობრულ ტრანსპორტს.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამავლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის

აშშ საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებაზე მიღწეული შეთანხმების ფასილიტაციაში გაწეული "სასიცოცხლო ძალისხმევისთვის". “ამერიკის შეერთებული...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -