19.04.2024
- Advertisement -spot_img

კახა კალაძე – დღეიდან თბილისს განახლებული და მოწესრიგებული ევროპული ტიპის მიკროავტობუსები მოემსახურება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღეიდან დედაქალაქს ახალი, განახლებული და მოწესრიგებული ევროპული ტიპის მიკროავტობუსები მოემსახურება და გადაადგილება კომფორტული იქნება. ამის შესახებ კახა კალაძემ მიკროავტობუსების პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, უკვე პირველი თებერვლიდან ყვითელი მიკროავტობუსები ახალი მიკროავტობუსებით მთლიანად ჩანაცვლდება.

„წელიწადნახევრის წინ გაცემული დაპირება მიკროავტობუსების ჩანაცვლებასთან ერთად პირდაპირ შემიძლია ვთქვა, შესრულებულია. დედაქალაქის მერიამ კერძო კომპანიასთან ერთად მოახერხა მიკროავტობუსების ჩანაცვლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა. ეს არის ჩვენი სატრანსპორტო რეფორმის, სატრანსპორტო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. იცით, რომ დავიწყეთ ავტობუსების განახლება, პარკი მთლიანად ჩანაცვლებული და მოწესრიგებულია და დღეს, უკვე შემიძლია გითხრათ, რომ მთლიანად განახლებული და მოწესრიგებულია. ყვითელი მიკროავტობუსები ამდენი წლის განმავლობაში ემსახურებოდა თბილისის მოსახლეობას და მათი რეალური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. პრობლემას ქმნიდა ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, წარმოადგენდა გარკვეულ დისკომფორტს, იმიტომ, რომ ყველანაირი რესურსი ამოწურული ჰქონდა ე.წ. ყვითელ მარშუტკებს.

დღეიდან დედაქალაქს მოემსახურება ახალი, განახლებული, მოწესრიგებული ევროპული ტიპის მიკროავტობუსები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და გადაადგილება კომფორტული იქნება. სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში შევიძინეთ 1 000 ერთეული მიკროავტობუსი, რომელიც უკვე დღეიდან მთლიანად გაეშვება ქსელში და პირველი თებერვლიდან არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში. იმოძრავებს მხოლოდ განახლებული, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მოემსახურება თბილისის მოსახლეობას. ასევე მნიშვნელოვანია ინტეგრირებული კომპონენტი, იმიტომ, რომ იცით, რომ წლების განმავლობაში მიკროავტობუსში მგზავრობისას ადამიანებს უნდა გადაეხადათ 80 თეთრი. მეტროში და ავტობუსში იყო 50 თეთრი, პირველი თებერვლიდან უკვე შესაძლებელია ინტეგრირებული ტარიფებით მოძრაობა. ეს ნიშნავს, იმას, რომ თუ ადამიანი ყიდულობს მეტროს ბილეთს ან აქვს აბონემენტი მას თავისუფლად შეუძლია ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა, ყოველგვარი დამატებითი გადასახადების გარეშე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია სააბონემენტო სისტემა, რომელიც ძალაში შედის პირველი თებერვლიდან და რომელიც არის ულიმიტო, ადამიანს დღის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ, ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეუძლია გადაადგილება ერთხელ გადახდის შემდეგ. სატრანსპორტო პოლიტიკა და რეფორმა,რომელიც 2017 წელს დავიწყეთ გრძელდება და ეს შედგება ძალიან ბევრი კომპონენტისგან“, – აცხადებს კალაძე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img