15.10.2024
- Advertisement -spot_img

კახა კალაძე – ძალიან მიჭირს უდიდეს ტრაგედიაზე სიტყვების მოძებნა – დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი ნებისმიერ საკითხში

ძალიან მიჭირს უდიდეს ტრაგედიაზე სიტყვების მოძებნა. შეუძლებელია გადმოვცე ის მდგომარეობა, თუ როგორ ვგრძნობ თავს ილიას დაკარგვის გამო, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე მისი მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

კახა კალაძე ილია ელოშვილის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი ნებისმიერ საკითხში, დავკარგეთ კაცი, რომელსაც უამრავი ადამიანის პრობლემა გულთან მიჰქონდა და ეხმარებოდა, ყველას ბოლომდე გვერდში ედგა.

ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. ამ ტკივილს ვეღარაფერი ამოავსებს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული“, – წერს კახა კალაძე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img