12.11.2024

კახა კალაძე გვარამიაზე – მიუხედავად იმისა, რომ თუკი რაიმე ცუდი არსებობს ამ ადამიანისგან მოდიოდა, მე არ მიხარია არავის დაჭერა

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი განცხადება მოგვისმენია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი განადგურებით იმუქრებოდა, ძალიან ბევრი სიძულვილის ენა, ბოროტება, თუკი რაიმე ცუდი არსებობს ამ ადამიანისგან მოდიოდა, რა თქმა უნდა, მე არ მიხარია არავის დაჭერა და დაკავება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კალაძის თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მედიაში მუშაობის სტატუსი სამართლებრივ მოქმედებებს ვერ შეაჩერებს.

„კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანები ვართ. კანონზე მაღლა ვერავინ და ვერაფერი დადგება. შესაბამისად, როდესაც შენ დანაშაულს ჩადიხარ, ვერც პოლიტიკოსის სტატუსი, ვერც მედიაში მუშაობის სტატუსი, რა თქმა უნდა, ვერ შეაჩერებს იმ სამართლებრივ მოქმედებებს, რაც საჭიროა დანაშაულის ჩადენის შემდეგ. სახეზე გვაქვს კონკრეტული დანაშაული, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა და ბატონ ნიკა გვარამიას სასჯელი მიესაჯა. იყო კონკრეტული საქმე, ამას მოჰყვა სამართლებრივი რეაგირება და მივიღეთ შედეგი,” – განაცხადა კალაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

The Telegraph-უსინათლო ქალი AI ოპერაციის შემდეგ  ნორმალურზე უკეთესად ხედავს.

უსინათლო პაციენტს ახლა 20/16 ხედვა აქვს ახალი ტიპის Lasik ოპერაციის შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში პირველად ჩატარდა. (20/16 ნიშნავს იმაზე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img