29.03.2024
- Advertisement -spot_img

კახა კალაძე – კვლევის სამუშაოების ჩატარება თუ გინდათ, ჩაატარეთ, ოღონდ ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ. აქ ბარდაგი და ბალაგანი ვერ იქნება

თბილისის მერი კახა კალაძე მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ ზონაში მიმდინარე საპრევენციო სამუშაოებს გაეცნო.

კახა კალაძე მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და მისი თქმით, მსგავსი შინაარსის განცხადებები მოსახლეობაში პანიკის დათესვას ისახავს მიზნად, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

„სიცრუე, რომელიც მიზანმიმართულად ვრცელდებოდა და ემსახურებოდა პანიკის დათესვას, კატეგორიულად მიუღებელია. შეიძლება ვიღაცას მე არ მოვწონვარ, შეიძლება დღევანდელი დედაქალაქის მთავრობა არ მოსწონს , მაგრამ ამგვარი განცხადებები აზარალებს და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის თბილისთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებთან. საუბარი იყო იმაზე, თითქოს მუნიციპალიტეტი არასწორად იქცევა და არ ახორციელებს ადამიანების ევაკუაციას. ევაკუაციის აუცილებლობა არ არის, ამას ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით. თუ ამის აუცილებლობა დადგებოდა, პირველები ვიქნებოდით ჩვენ, ვინც გადაწყვეტილებას მიიღებდა და მოსახლეობას გაიყვანდა უსაფრთხო ადგილზე. არავის მივცემთ შესაძლებლობას, საზოგადოება მოატყუოს, შეიყვანოს შეცდომაში და დათესოს პანიკა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.


თბილისის მერმა ასევე, დაინტერესებულ სპეციალისტებს, რომელებიც მეწყრული პროცესების შესწავლისა და მათი მართვის პროცესში ჩართულობის სურვილს გამოთქვამენ, თანამშრომლობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არეულობას ფერდობზე ვერ დაუშვებს.

„არავის წინააღმდეგ არ გამოვდივართ. როდესაც იტყუები, მოსახლეობა შეგყავს შეცდომაში და პანიკას თესავ, ეს კატეგორიულად მიუღებელია. კვლევის სამუშაოების ჩატარება თუ გინდათ, ჩაატარეთ, ოღონდ ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ. აქ ბარდაგი და ბალაგანი ვერ იქნება. ამას არ დავუშვებთ, მაგრამ თუ გინდათ, იყოთ თანამონაწილე და ჩაატაროთ კვლევები, უნდა გვაჩვენოთ, რა კვლევებს ატარებთ და რა აპარატურას იყენებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img