18.01.2025

კახა კალაძე ლისის ფერდზე მიწის ჩამოშლაზე – საპანიკო არ არის, სამშენებლო კომპანია დაჯარიმებულია და სამუშაოები შეჩერებულია

მინდა ყველას ვუთხრა, რომ არანაირი საპანიკო არ არის, არანაირი პრობლემა არ იქნება, ჩვენი სამსახურები ჩართულია, – ამის შესახებ თბილისი მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ლისის ფერდზე, მიწის მცირე ნაწილის ჩამოშლასთან დაკავშირებით განაცხადა.

“ეს იყო სამშენებლო სამუშაოების დროს დაზიანებული. ამ ადგილს საერთოდ კავშირი არ აქვს იმ კონკრეტულ სივრცესთან, სადაც ჩვენ გარკვეული სამუშაოები ვაწარმოეთ. მინდა ყველას ვუთხრა, რომ არანაირი საპანიკო არ არის. არანაირი პრობლემა არ იქნება, ჩვენი სამსახურები ჩართულია, ეს სამშენებლო კომპანია დაჯარიმებულია და სამუშაოები შეჩერებულია,სანამ გამაგრებითი სამუშაოები არ იქნება”, – განაცხადა კალაძემ.

.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img