27.10.2021
- Advertisement -spot_img

კახა კალაძე – მედია მსოფლიოს ცხელ წერტილებშიც კი ხელშეუხებელია, სირცხვილია ჟურნალისტების მიმართ გამოხატული უმართავი აგრესია

მეგობრებო, თანამოქალაქენო, მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ! დაუშვებელია ძალადობა! წარმოუდგენელი ფაქტები ფიქსირდება, თავდასხმები მოზარდებზე, ქალებზე, ტურისტებზეც კი, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებს.

კალაძის განცხადებით, ასეთი აგრესია დაუშვებელია და მედია მსოფლიოს ცხელ წერტილებშიც კი, ხელშეუხებელია.

„ჩვენ გვიყურებს საქართველოს მტერიც და მოყვარეც. დაუშვებელია ასე სირბილი ქუჩებში, დაუშვებელია აგრესია. გაითვალისწინეთ ყველამ და გაუფრთხილდით ჟურნალისტებს.

მედია მსოფლიოს ცხელ წერტილებშიც კი ხელშეუხებელია. ჩვენი საზოგადოების სირცხვილია ჟურნალისტების მიმართ გამოხატული უმართავი აგრესია. მიეცით მათ მუშაობის საშუალება“, – აცხადებს კალაძე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სანტა ფეს ოლქის შერიფი – ნიუ-მექსიკოს შტატის ხელისუფლება ობიექტურ გამოძიებას აწარმოებს იმის დასადგენად, თუ რა მოხდა ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე

სანტა-ფეს პოლიციამ ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ პირველი ოფიციალური გაცხადება გააკეთა. ნიუ-მექსიკოს შტატის ხელისუფლება ობიექტურ გამოძიებას...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img