17.01.2022
- Advertisement -spot_img

კახა კალაძე ოპოზიციას – რევოლუცია არ გამოვა, ყოველთვის განწირული იქნებით მარცხისთვის

თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციას მიმართვას და აცხადებს, რომ ქვეყანაში რევოლუცია არ მოხდება.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა საპარლამენტო ტრიბუნა უნდა გამოიყენონ და კანონპროექტების შექმნაში მონაწილეობა მიიღონ, გადატრიალება კი არ გამოვა.

„მაშინ, როდესაც საზოგადოების მხარდაჭერით მათ მიეცათ ამის შესაძლებლობა, რომ წარმოდგენილი იყვნენ პარლამენტში და გამოიყენონ ტრიბუნა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა იმისთვის, რომ შენი მოსაზრებები დააფიქსირო, შეხვიდე პოლემიკაში, მონაწილეობა მიიღო კანონპროექტების მიღებაში.

სხვას რას ელოდებიან? გადატრიალება, დამხობა და რევოლუცია არ გამოვა. დაივიწყეთ, განწირული იქნებით ყოველთვის მარცხისთვის. ამ ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა, აღმშენებლობა და ამ ყველაფერში ჩართულობის სურვილი თუ გაქვთ, მობრძანდით, არ იქნება არანაირი პრობლემა“, – აღნიშნა კალაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს – გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ “ქართლის” დევნილების საკითხი

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს. ხოშტარია მინისტრს ზურაბ აზარაშვილს დევნილებთან შეთანხმებით, შეხვედრას სთავაზობს და აცხადებს, რომ თუ სანატორიუმ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img