21.01.2025

კახა კალაძე – თბილისელების ნდობას აუცილებლად გავამართლებ, სულ რომ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს

ჩემი ქალაქის, თვილისელების მხრიდან გამოცხადებული ნდობა ის ფასეულობაა, რომელსაც აუცილებლად გავამართლებ, სულ რომ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს – ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ პარტიის წინასაარჩევნო შეკრებაზე განაცხადა.

“მე არასდროს ვზოგავდი თავს, რომ ყველა სიკეთეზე სიკეთით მეპასუხა, მესახელებინა ჩემი ქალაქი, ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა. ჩემო მეგობრებო, ამ ქალაქისთვის არა მხოლოდ კარგი, ყველაფერი საუკეთესო მინდა და მაშინ, როდესაც ჩემმა ხალხმა ამირჩია თბილისის მერად, მომცა შესაძლებლობა, უშუალოდ მემსახურა ჩემი ქალაქისთვის, ჩემზე ბედნიერი და ამაყი, ალბათ, დედამიწაზე მაშინ არავინ იყო. ვერავინ აღწერს იმ დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით გაჯერებულ განცდას, რომელიც მაშინ დამეუფლა და რომელიც არასდროს ტოვებს ჩემს გულს. ჩემი ქალაქის, თვილისელების მხრიდან გამოცხადებული ნდობა ის ფასეულობაა, რომელსაც აუცილებლად გავამართლებ, სულ რომ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს.” – განაცხადა კალაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img