20.04.2024
- Advertisement -spot_img

კახა კალაძე – თბილისის ცენტრალური ქუჩების მორეცხვის მასშტაბური სამუშაოები იწყება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის ცენტრალური ქუჩების მორეცხვითი სამუშაოები და ახლადრეაბილიტირებული გზების დახაზვა ხუთშაბათიდან დაიწყება. ამის შესახებ კახა კალაძემ “ფეისბუქის” ვიდეოჩართვაში ისაუბრა.

“გამოვიზამთრეთ, გაზაფხულია, ქალაქში სხვადასხვა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს ეკოლოგიური მიმართულებით, ხდება პარკების მოწესრიგება, დასუფთავება და ასევე, გვინდა, დავიწყოთ მთელი ქალაქის მასშტაბით ცენტრალური ქუჩების მორეცხვითი სამუშაოები. ხუთშაბათიდან, როგორც ვიცი, არის სრული მზადყოფნა, რომ ეს სამუშაოები დავიწყოთ და გაგრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სისუფთავეს, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სიმწვანეს ქალაქში, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას და ამ სამუშაოების წარმოება, ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოვლილი, იყოს სუფთა და მოწესრიგებული”, – თქვა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში, „თბილსერვის ჯგუფს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც დაეხმარება სპეციალური ტექნიკით და ადამიანური რესურსით.

მისივე თქმით, სპეციალური ტექნიკის შესასყიდად ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

„ტექნიკის თვალსაზრისით, შესაძლოა, სახარბიელო მდგომარეობა არ გვქონდეს, თუმცა, გამოცხადებულია ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ექსპერტების ჩართულობით. გვინდა შევიძინოთ სპეციალური ტექნიკა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქუჩების მორეცხვის სამუშაოები და დასუფთავება უმაღლესი ხარისხის სპეციალური ტექნიკით იყოს განხორციელებული“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ქუჩის მორეცხვის სამუშაოები დილით ადრე განხორციელდება, რათა ხელი ტრანსპორტის თავისუფლად გადაადგილებას ხელი არ შეეშალოს

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img