24.07.2021
- Advertisement -spot_img

კახა კუჭავა – ჩვენ შიდა კვლევებს ვატარებთ და მყარად ვდგავართ ფეხზე

“ჩვენ შიდა კვლევებს ვატარებთ და ბოლო კვლევა, რაც ჩავატარეთ, საკმაოდ მყარად ვდგავართ ფეხზე და ეს არ არის 43 პროცენტი, გაცილებით მაღალია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

კუჭავას განცხადებით, “ქართული ოცნების” რეიტინგი გაზრდილია. 

“არ დავკონკრეტდები, თუმცა ჩვენ არჩევნებს მივუახლოვდებით და ყველა ძალიან კარგად დაინახავს იმ ძალას და იმ მხარდაჭერას, რომელიც “ქართულ ოცნებას” გააჩნია.

ჩვენ განსაკუთრებულად ხელი შეგვიწყო ამ პროცესში, კარგად იკითხებოდა, მიმდინარე, ასე ვთქვათ, ხელოვნურად შექმნილი კრიზისის პერიოდში, თუ რამდენად იზრდებოდა “ქართული ოცნების” რეიტინგი, რადგან ყოველთვის ჩანდა ჩვენი მხრიდან სახელმწიფოებრივი მიდგომა საკითხების გადაწყვეტის”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ამერიკის ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ საქართველოშია

ამერიკის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია. თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი ამ წუთებში დაეშვა. ამერიკის საჩუქარს აეროპორტში ჯანდაცვის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img