28.03.2024
- Advertisement -spot_img

კახა კუჭავა – ნიკა მელია როცა გამოვა პატიმრობიდან, აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი და გააგრძელოს საქმიანობა

ნიკა მელია არ არის პოლიტიკური პატიმარი – მიშელის დოკუმენტის პუნქტების შესრულება არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც უნდა იყოს მთავარი ამოსავალი წერტილი ყველა პოლიტიკოსისთვის, მათ შორის, ნიკა მელიასთვის. როცა გამოვა პატიმრობიდან, აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს გადახდა, პირველ რიგში, მიუთითებს იმ ფაქტს. თუ რამდენად დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ, რომ პოლარიზებამ დაიკლოს, ყველამ გადაინაცვლოს პარლამენტში სამუშაოდ და გააგრძელოს ის საქმიანობა, რომელიც მათ მანდატებს ეკადრება, რომელიც მათ მიანიჭეს მოსახლეობამ. ამიტომ ევროკავშირის სურვილი, შარლ მიშელის დოკუმენტი, ამ პუნქტების შესრულება არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც უნდა იყოს მთავარი ამოსავალი წერტილი ყველა პოლიტიკოსისთვის და მათ შორის ნიკა მელიასთვის. როცა გამოვა პატიმრობიდან, აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი, ჩემი აზრით, და გააგრძელოს ის საქმიანობა, რომელსაც ელოდებიან ევროპელები მათგან.

რა თქმა უნდა, არ არის პოლიტიკური პატიმარი და პირველ რიგში, თვითონ ის ფაქტი, რაც მოხდა მიუთითებს იმ ძალიან მარტივ სამართლებრივ საკითხზე, რასაც ჰქვია გირაოს გადახდა, თუ გინდა, რომ წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდე. ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, ამიტომ ჯერ ვერავისზე ვიტყვით, ვინმე არის თუ არა დამნაშავე. საუბარია გირაოზე, ხოლო გირაო დადგა იმ კონკრეტული ფაქტის შემდეგ, რაც განხორციელდა საჯაროდ, საზოგადოების წინაშე, პირდაპირ ეთერებში და ამან გამოიწვია შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ჩემი აზრით, ძალიან დიდი და წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირის მხრიდან და უნდა მივიღოთ ეს ნიშნად, რომ მათ სურთ საქართველოში ახლა საბოლოოდ დასრულდეს პოლარიზება, დაწყნარდეს სიტუაცია დაუბრუნდეს ყველა თავის ადგილს და პარლამენტში გააგძელოს მუშაობა“, – განაცხადა კუჭავამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img