14.06.2021
- Advertisement -

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით, ბრიუსელს ეწვია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით, ბრიუსელს ესტუმრა.

ის ევროპარლამენტის პრეზიდენტს, კომიტეტების ხელმძღვანელებსა და პოლიტიკური ჯგუფების წევრებს, ასევე, ბელგიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს და ბელგიის პარლამენტის წევრებს შეხვდება.

დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარ ოლივერ ვარჰეისთან და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ჯოანა მირჩეასთან.

პარლამენტის დელეგაციაში ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მაკა ბოჭორიშვილი შედიან.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

თავის და ყელის ტკივილი, სურდო – კორონავირუსის შეცვლილი სიმპტომები – Mirror

ლონდონის კინგ კოლეჯის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ COVID-19-ის ახალმა შტამებმა კორონავირუსის პანდემიის საერთო კლინიკური სურათი შეცვალეს. როგორც ექსპერტები ამბობენ: თავის ტკივილი, ყელის...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -