24.04.2024
- Advertisement -spot_img

კახა კუჭავა – შესაძლებელია, 2024 წლის შემდეგ, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდეს საჭირო

ერთპარტიული მმართველობა ავნებს ყველაფერს და საქართველოში ის არასოდეს იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან განაცხადა. კუჭავას თქმით, თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ 2024 წლის შემდეგ, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდეს საჭირო.

“მე პარლამენტის თავმჯდომარე ვიქნები თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, ასე გადავწყვიტო კოალიციური მთავრობა იქნება თუ არა ნამდვილად არ არის მართალი, ფაქტი ერთია, ამას საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს.

ის რეალობა თუ სად შეიძლება ვიყოთ ხვალ და ზეგ ყველა ხვდება, რომ თავისუფლად არის შესაძლებელი, მათ შორის 2024 წლის შემდეგ, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდეს საჭირო, მაგრამ ეს არ არის თვითმიზანი ეს არის ხალხის არჩევანი. ერთპარტიული მმართველობა ავნებს ყველაფერს და საქართველოში ერთპარტიული მმართველობა არასოდეს იქნება“, – განაცხადა კუჭავამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img