20.04.2024
- Advertisement -spot_img

კახა კუჭავა-წყარო არ უნდა გაითქვას, ეს არის თქვენი უფლება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ ტელეკომპანია „ტვ პირველზე“ საუბრისას განაცხადა, რომ პროკურატურამ გააკეთა განცხადება და ტელევიზიაში შესვლას არ აპირებს.

მისი თქმით, რაც უნდა სპეკულაციურად ისაუბრონ ამაზე, ფაქტი ერთია, რომ არავინ არსად შეჭრას არ აპირებს.

„წყარო არ უნდა გაითქვას, ეს არის თქვენი უფლება. ფაქტი კი ერთია, გუშინ მე რაც მოვისმინე, იყო საუბარი, რომ აი, ახლა უნდა შემოვარდნენ. პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ არაფერ მსგავსს არ აკეთებენ. სულ ეს არის, რაც ვიცი მეც და მათი ქმედებებიც ამაზე მიუთითებს. რაც უნდა ამაზე ვისაუბროთ, სპეკულაციურად გამოვიყენოთ, ფაქტი არის ერთი – პროკურატურის პირდაპირი განცხადებაა, რომ არ აპირებენ არაფერს. ჩემი აზრით, აღარ ღირს შესვლა იმ დეტალებში, რომელიც არ არის გამომწვევი მიზეზი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img