25.10.2021
- Advertisement -spot_img

კახა კუჭავა – უკრაინის პრემიერთან შეხვედრაზე შევეხეთ სააკაშვილის “გამოპარვის” საკითხსაც

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას თქმით, კიევში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან შეხვედრისას, ისაუბრეს მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან “გამოპარვის” საკითხს და ორ ქვეყანას შორის შექმნილ ვითარებაზე.

“შევეხეთ საკითხს, რაც ყველას აინტერესებს. საუბარია, მიხეილ სააკაშვილის, ასე ვიტყოდი, გამოპარვაზე უკრაინიდან. ეს ის მომენტია, რომელიც ნამდვილად უხერხულობას წარმოქმნის ორ ქვეყანას შორის. მათ არ იცოდნენ მისი ამ გეგმების შესახებ –  უკანონო საზღვრების კვეთა როგორც უკრაინაში, ასევე, საქართველოში და ზოგადად, შექმნილი უხერხული სიტუაცია.   

კიდევ ერთხელ, ორივე მხრიდან, ცალსახად იქნა ხაზგასმული, რომ ვერასდროს, ვერცერთი ადამიანი, მათ შორის, თუნდაც, ყოფილი პრეზიდენტი, ვერ იქნება მიზეზი და საფუძველი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ოდნავ მაინც გაუარესდეს.” – განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე საავადმყოფოში გადაიყვანეს

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე 24 ოქტომბერს, აშშ-ში ვიზიტის დროს ჯორჯ ვაშინგტონის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.  ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის ამერიკის ეპარქიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img