23.11.2024

კახა ქემოკლიძე „ქართულ ოცნებაზე“ – მსოფლიო ისტორიაში ე.წ. გადაგდებებით შევიდნენ

მმართველი პარტია იძახის ერთს, აკეთებს მეორეს, მათ შორის არა მარტო საშინაო მოხმარებისთვის – მსოფლიო ისტორიაში შევიდნენ საკუთარი ე.წ. გადაგდებებით, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრის შემდეგ კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებები პრეზიდენტის განცხადებების სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდა.

„განსაკუთრებული მოლოდინი არაფერზე არ გვქონია. ჩვენ მივედით მარტივი მიზეზის გამო, რომ პატივს ვცემთ პრეზიდენტის ინსტიტუტს. ოფიციალურად შეხვედრა წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ეძღვნებოდა, რომლის გამართვის ინიციატორიც პრეზიდენტი იყო. რა თქმა უნდა, ის გზავნილები, რომელიც ქალბატონმა პრეზიდენტმა გააჟღერა, უდავოდ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. რა დონეზე განხორციელდება, ეს გამოჩნდება.

შეხვედრის მთავარი პათოსი შერიგება და ეროვნულ დონეზე კონსოლიდირება, ეროვნული თანხმობის შეხების წერტილების მოძებნა იყო.

ეს ის შემთხვევაა, როცა შეიძლება პოლიტიკური ნება არსებობდეს ქალბატონი პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ მეორეა, რა დონეზე იარსებებს ნება სხვა პოლიტიკური მსხვილი მოთამაშეების მხრიდან. ის, რომ გუშინდელ შეხვედრას არ დაესწრნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, იყო შეცდომა. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, თუ რა დონეზე ღრმა არის პოლიტიკური პოლარიზაცია. კარგი იყო რომ დაესწრნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის ბატონი კობახიძე, თუმცა შეხვედრის დასრულებისთანავე ჩვენ მოვისმინეთ მისი განცხადებები, რომლებიც ჩემი აზრით, სწორედაც იმ სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდა, რაც ქალბატონმა ზურაბიშვილმა განაცხადა.

იცით, მთლიანად პრობლემა რა არის ორივე მხარის? ერთმანეთის მიმართ ნულოვანი ნდობა, არა მარტო ამ პარტიების მხრიდან, არამედ საზოგადოების მხრიდან ორივე პარტიის მისამართით. მმართველი პარტია იძახის ერთს, აკეთებს მეორეს, მათ შორის არა მარტო საშინაო მოხმარებისთვის. საგარეო დონეზე ფაქტობრივად, საერთოდ ისეთ შედეგებს მიაღწიეს ბოლო პერიოდში, რომ მგონი, საერთოდ მსოფლიო ისტორიაში შევიდნენ საკუთარი ე.წ. გადაგდებებით.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ ისიც დაახლოებით მსგავსი მეთოდოლოგიით გამოირჩევა, ჰპირდებიან ერთს, აკეთებენ მეორე“, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img