24.04.2024
- Advertisement -spot_img

კახაბერ ქემოკლიძე – გუშინ ვიხილეთ ირაკლი კობახიძის არაადეკვატური განცხადებები და პრიმიტიული ტყუილები, რითაც მან კიდევ ერთხელ დააზიანა სახელმწიფო ინსტიტუტები

მოვითხოვთ მმართველი პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის გუშინდელ კომენტარებზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, – ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიასა და „ნაციონალურ მოძრაობის“ ურთიერთობებზე ისაუბრა.

კახაბერ ქემოკლიძის თქმით, კობახიძის „ასეთი აბსურდული განცხადებების“ რეაგირების გარეშე დატოვება კიდევ უფრო მეტად დააზიანებს სახელმწიფო ინტერესებს და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას.

„გვსურს გამოვეხმაუროთ მმართველი პარტიის თავმჯდომარის გუშინდელ ინტერვიუს. გიორგი გახარიას მიერ პარტიის დაფუძნება, რომ ნერვიულობას გამოიწვევდა პოლიტიკური სპექტრის ორივე ფლანგზე, რა თქმა უნდა, ველოდით, თუმცა, მასშტაბებმა და ფორმებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გუშინ ვიხილეთ მმართველი პარტიის დღევანდელი თავმჯდომარის არაადეკვატური განცხადებები და პრიმიტიული ტყუილები, რითაც მან კიდევ ერთხელ: დააზიანა სახელმწიფო ინსტიტუტები, შეურაცხყოფა მიაყენა „საქართველოს“ მოქალაქეებს, დარტყმა მიაყენა ქვეყნის უსაფრთხოებას და არაფრად ჩააგდო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი.

ჩვენი მხრიდან ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევის გარეშე დადასტურდა ის, რასაც ვამბობდით, მმართველი პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობისთვის უკვე აღარ არსებობს „წითელი ხაზი“, რადგან საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ისინი მზად არიან ფეხქვეშ გათელონ სახელმწიფო ინტერესები. გუშინ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ვიმეორებ – არა მთავრობამ, არა უსაფრთხოების სამსახურმა, არა სამართალდამცავებმა, არამედ, ირაკლი კობახიძემ ბრალი დასდო იმ დროისთვის მოქმედ პრემიერ-მინისტრს, დღესაც მოქმედ პოლიციელებს და ჯარისკაცებს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებაში, გადატრიალების მომზადებაში რაღაც ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მას, მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიაწოდეს. გუშინ კობახიძემ თქვა, რომ 4 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, უმალავდა, რომ ქვეყანაში გადატრიალება მზადდებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, იმ პოლიციელებისა და ჯარისკაცების მონაწილეობით, რომლებიც დღესაც საქართველოს თავდაცვისა და პოლიციის რიგებში მსახურობენ.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი აბსურდული განცხადებების რეაგირების გარეშე დატოვება კიდევ უფრო მეტად დააზიანებს სახელმწიფო ინტერესებს და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას. შესაბამისად, მოვითხოვთ მმართველი პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის გუშინდელ კომენტარებზე გამოძიება დაიწყოს დაუყოვნებლივ!“, – აღნიშნა კახაბერ ქემოკლიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების წინ ოპოზიციურ პარტიას ალტერნატიული მთავრობის შექმნა ჰქონდა დაგეგმილი და მმართველ პარტიაში ეს ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერს არ გაუმხილეს, რადგან მასზე ეჭვები გაუჩნდათ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img